ტრენინგის შეჯამება
გავიარე ინტელის ძირითადი კურსი, ვისწავლე, თუ როგორ უნდა შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.
გავეცანი პროექტის მოთხოვნებს. განვიხილეთ, სასწავლო
პროექტის გეგმაში: თემის მონახაზი, თემის საფუძვლები, შეფასების
გაგმა, სასწავლო თემისათვის
საჭირო მასალები და სხვა... ავირჩიე თემა(
ნიმუშის სახით) და მივყევი გეგმის
განხორციელებას. მოვიფიქრეთ და გავაანალიზეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები.
ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა
მეთოდის გამოყენების მნიშვნელობაზე. ინტელის
რესურსების გაცნობის შემდეგ,
შევქმენი პროექტის ბროშურა
და მოსწავლის ნაშრომის
ნიმუში. ყურადღებით განვიხილეთ
დიფერენცირებული სწავლება, რაც დაგვეხმარება მოსწავლეზე
ორიენტირებულ სწავლებაში. საინტერესო
იყო ფასილიტაციის რესურსის
გაცნობა..
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის
წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტები.
გავაკეთეთ პრეზენტაცია, ელ-პორტფელიოები გამოვაქვეყნეთ
ბლოგზე და გავაკეთეთ
რეფლექსია. ვფიქრობთ, რომ შევქმნით საინტერესო
პროექტებს. ვითანამშრომლებთ კოლეგებთან
და აქტიურად ვიმუშავებთ
ჩვენს ვებ-გვერდზე.
ტრენინგი
ჩემთვის არ იყო ადვილი, მაგრამ
იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი მომავალი პრაქტიკისთვის. ვისწავლე ბევრი რამ, როგორც
ტექნიკური, ასევე თეორიული
თვალსაზრისით. ტრენინგში მონაწილეობამ
მომცა სტიმული ტექნოლოგიების დახმარებით
გავაუმჯობესო სწავლის პროცესი,
განვახორციელო ახალი იდეები
და ინოვაციები, რომ სწავლის პროცესი
გავხადო მოსწავლეთა წარმოსახვის,
შემოქმედებითი უნარების წახალისების,
და საერთოდ, უკეთესი
სასწავლო შედეგების მიღწევის საშუალება.
მადლობა ჯგუფის
ყველა წევრს, ტრენერს
ქალბატონ დიანა მიქაძეს,
საინტერესო, ნაყოფიერი ერთობლივი
მუშაობისათვის.
მარინა ძალიან საინტერესო ნამუშევრების პრეზენტაცია იყო.ძალიან მომეწონა.გისურვებ წარმატებებს!
ОтветитьУдалитьმარინა ძალიან საინტერესო ნამუშევრების პრეზენტაცია იყო.ძალიან მომეწონა.გისურვებ წარმატებებს!
ОтветитьУдалитьმარინა, მაძლევ სტიმულს! :)
ОтветитьУдалить