მარინე შუკაკიძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული:
воскресенье, 10 апреля 2016 г.
ტრენინგის შეჯამება
გავიარე ინტელის ძირითადი კურსი, ვისწავლე, თუ როგორ უნდა შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.
გავეცანი პროექტის მოთხოვნებს. განვიხილეთ, სასწავლო
პროექტის გეგმაში: თემის მონახაზი, თემის საფუძვლები, შეფასების
გაგმა, სასწავლო თემისათვის
საჭირო მასალები და სხვა... ავირჩიე თემა(
ნიმუშის სახით) და მივყევი გეგმის
განხორციელებას. მოვიფიქრეთ და გავაანალიზეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები.
ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა
მეთოდის გამოყენების მნიშვნელობაზე. ინტელის
რესურსების გაცნობის შემდეგ,
შევქმენი პროექტის ბროშურა
და მოსწავლის ნაშრომის
ნიმუში. ყურადღებით განვიხილეთ
დიფერენცირებული სწავლება, რაც დაგვეხმარება მოსწავლეზე
ორიენტირებულ სწავლებაში. საინტერესო
იყო ფასილიტაციის რესურსის
გაცნობა..
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის
წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტები.
გავაკეთეთ პრეზენტაცია, ელ-პორტფელიოები გამოვაქვეყნეთ
ბლოგზე და გავაკეთეთ
რეფლექსია. ვფიქრობთ, რომ შევქმნით საინტერესო
პროექტებს. ვითანამშრომლებთ კოლეგებთან
და აქტიურად ვიმუშავებთ
ჩვენს ვებ-გვერდზე.
ტრენინგი
ჩემთვის არ იყო ადვილი, მაგრამ
იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი მომავალი პრაქტიკისთვის. ვისწავლე ბევრი რამ, როგორც
ტექნიკური, ასევე თეორიული
თვალსაზრისით. ტრენინგში მონაწილეობამ
მომცა სტიმული ტექნოლოგიების დახმარებით
გავაუმჯობესო სწავლის პროცესი,
განვახორციელო ახალი იდეები
და ინოვაციები, რომ სწავლის პროცესი
გავხადო მოსწავლეთა წარმოსახვის,
შემოქმედებითი უნარების წახალისების,
და საერთოდ, უკეთესი
სასწავლო შედეგების მიღწევის საშუალება.
მადლობა ჯგუფის
ყველა წევრს, ტრენერს
ქალბატონ დიანა მიქაძეს,
საინტერესო, ნაყოფიერი ერთობლივი
მუშაობისათვის.
понедельник, 4 апреля 2016 г.
ტრენინგის VIII დღე
დღეს დავახარისხეთ საქაღალდეები, ჩავაწყვეთ ფაილებში, გადავხედეთ შეფასაბებს, რეკომენდაციები მივიღეთ ტრენერისაგან. გავითვალისწინებ, რომ მოსწავლეებსაც ვურჩიო მიეჩვიონ საქაღალდეებით მუშაობას, რაც მათ ორგანიზებულობას ასწავლის.
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, რაც პროექტზე მუშაობის დროს ძალიან საყურადღებოა.
მადლობა.
суббота, 2 апреля 2016 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)