воскресенье, 10 апреля 2016 г.



 მარინე  შუკაკიძის  პროექტის   პორტფოლიოს  სანახავად  იხილეთ  ბმული:
ტრენინგის  შეჯამება

 გავიარე  ინტელის  ძირითადი  კურსი,  ვისწავლე,  თუ  როგორ  უნდა  შევქმნა  ტექნოლოგიებით  გამდიდრებული  სასწავლო  პროექტები.
  გავეცანი პროექტის მოთხოვნებს.   განვიხილეთ,  სასწავლო  პროექტის  გეგმაში:  თემის  მონახაზი,  თემის  საფუძვლები,  შეფასების  გაგმა,  სასწავლო  თემისათვის  საჭირო  მასალები  და  სხვა...  ავირჩიე თემა(  ნიმუშის  სახით)  და  მივყევი  გეგმის  განხორციელებას.  მოვიფიქრეთ  და  გავაანალიზეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები.  ვიმსჯელეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდის  გამოყენების  მნიშვნელობაზე.  ინტელის  რესურსების  გაცნობის  შემდეგ,  შევქმენი  პროექტის  ბროშურა  და  მოსწავლის  ნაშრომის  ნიმუში.  ყურადღებით  განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლება,  რაც  დაგვეხმარება  მოსწავლეზე  ორიენტირებულ  სწავლებაში.  საინტერესო  იყო  ფასილიტაციის  რესურსის  გაცნობა..
ტრენინგის  ბოლო  დღეს  ჯგუფის  წევრებმა   წარმოვადგინეთ  ჩვენი  სასწავლო  პროექტები.   გავაკეთეთ  პრეზენტაცია,    ელ-პორტფელიოები  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე  და  გავაკეთეთ  რეფლექსია.  ვფიქრობთ,  რომ  შევქმნით   საინტერესო  პროექტებს.  ვითანამშრომლებთ  კოლეგებთან  და  აქტიურად  ვიმუშავებთ  ჩვენს  ვებ-გვერდზე.
   ტრენინგი  ჩემთვის  არ  იყო  ადვილი,  მაგრამ  იყო  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  ჩემი  მომავალი  პრაქტიკისთვის. ვისწავლე  ბევრი  რამ,  როგორც  ტექნიკური,  ასევე   თეორიული  თვალსაზრისით.  ტრენინგში  მონაწილეობამ  მომცა  სტიმული  ტექნოლოგიების   დახმარებით  გავაუმჯობესო  სწავლის  პროცესი,  განვახორციელო  ახალი  იდეები  და  ინოვაციები,  რომ  სწავლის  პროცესი  გავხადო  მოსწავლეთა  წარმოსახვის,  შემოქმედებითი  უნარების  წახალისების,   და  საერთოდ,  უკეთესი  სასწავლო  შედეგების  მიღწევის საშუალება.
    მადლობა  ჯგუფის  ყველა  წევრს,  ტრენერს  ქალბატონ  დიანა  მიქაძეს,  საინტერესო,  ნაყოფიერი  ერთობლივი  მუშაობისათვის.


                           
                                        მეცხრე   დღე

      ვიხილეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები.  გავაკეთეთ  უკუკავშირი.  შევაფასეთ,  ვისაუბრეთ  ხარვეზებზე,  კიდევ  ერთხელ  მივიღეთ  რჩევები.  გავეცანით  მერვე  მოდულს.  შევაფასეთ  ტრენინგი.  ტრენინგი  ჩემთვის  იყო  ბევრისმომცემი.  ტრენინგის  დროს  მიღებულ  ცოდნას  გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.

понедельник, 4 апреля 2016 г.

 ტრენინგის  VIII დღე  
  
       
დღეს   დავახარისხეთ   საქაღალდეები,  ჩავაწყვეთ  ფაილებში,   გადავხედეთ   შეფასაბებს, რეკომენდაციები   მივიღეთ   ტრენერისაგან.  გავითვალისწინებ,  რომ მოსწავლეებსაც  ვურჩიო   მიეჩვიონ   საქაღალდეებით   მუშაობას,  რაც  მათ ორგანიზებულობას  ასწავლის.
       
განვიხილეთ   დიფერენცირებული   სწავლება,   რაც  პროექტზე    მუშაობის  დროს   ძალიან  საყურადღებოა.


მადლობა.   

суббота, 2 апреля 2016 г.

                                  ტრენინგის  VII დღე    


 ერთმანეთს  გავუზიარეთ  შესრულებული   სამუშაო,  მივიღეთ  რჩევები  და  შენიშვნები.  განვიხილეთ  მოდული-2  და  მოდული-7,  შეფასებები  და   ფასილიტაციის   მასალები.  პრეზენტაციები  ავტვირთეთ  ბლოგზე.  დღე  იყო  დატვირთული,  საინტერესო  და  შრომატევადი.


                                      ტრენინგის  V დღე    

ისევ   გავაგრძელეთ  მუშაობა პრეზენტაციებზე,   განვიხილეთ   ერთმანეთის პრეზენტაციები  და  შევიტანეთ   შესწორებები.  ვისწავლეთ  პრეზენტაციის  ატვირთვა   ბლოგზე  და  მოძიებული  ინფორმაციის   ინტერნეტ-მისამართების  შეტანა  პროექტის მასალებში.

суббота, 26 марта 2016 г.

 ტრენინგის  VI დღე    

    დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით შემდეგ საკითხებს:


  • კვლევისათვის ინტერნეტის პოპულარული საძიებო სისტემებისა და სპეციალიზებული საძიებო რესურსების გამოყენებას.
  • ინტერნეტ-ვებ-გვერდების სანდოობის შემოწმების რამდენიმე ხერხს.
  • ტექნოლოგიების და ინტერნეტ-რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.
  • გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიღების ზოგად წესებს. 


      ეს რჩევები და შენიშვნები დამეხმარება მუშაობაში.



воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის IV დღე

განვიხილეთ:
  • პროექტზე   დაფუძნებული   სწავლის    შეფასება;  
  • შეფასების   გეგმები   და  სტრატეგიები (ხუთი მიმართულება);  
  • თითოეულ სტრატეგიაში შეფასების მეთოდები, მიზანი, როდის გამოიყენება და შეფასების ინსტრუმენტი.
შეფასების გეგმის შედგენისას აუცილებლად გავითვალისწინებ ხუთივე მიმართულებას, რომ შეფასების პროცესი იყოს სრულყოფილი.





воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგის   III   დღე 

   მოდული-2-ში განვიხილეთ:

  • სტანდარტები;   
  • ამოცანები;   
  • მიზნები;
  • მისაღწევი შედეგები.
  • მიმართულების  მიმცემი    საკვანძო    სიტყვები...  
მასალა დაგვეხმარება სწორად   განვსაზღვროთ   საჭირო   საკვანძო   კითხვა,   ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები, რათა პროექტი იყოს   საინტერესო.


აგრეთვე გავეცანით დოკუმენტს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლის საფუძვლიანი ცოდნა, საჭირო და სასარგებლო მასალაა ყველა მასწავლებლისათვის.







  .
ტრენინგის  I და II  დღე

დავიწყეთ    ინტელის   ელექტრონული   წიგნის   გაცნობა.   
  • გავეცანით   სტრუქტურას;
  • შევქმენით   საქაღალდეები;  
  • განვიხილეთ   თითოეული   საქაღალდის   დანიშნულება;        
  • დავათვალიერეთ   პროექტების   ნიმუშები;
  • გავაკეთეთ   ბუკლეტი;  
  • შევქმენით   ბლოგი;  
  • მივიღეთ   საინტერესო   და  საჭირო   ინფორმაცია   ჩვენი   პრაქტიკისთვის.